ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს – საჰაერო ძალების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ რამიზ ტაჰიროვს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებს მიესალმა გენერალ-ლეიტენანტი რ.ტაჰიროვი და აღნიშნა, რომ ბედნიერია მათი ქვეყანაში ხილვით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. სტუმრები ასევე გაეცნენ აზერბაიჯანის არმიაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ.
გენერალ-მაიორმა ზ.ჩხაიძემ კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანში ვიზიტით, მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მაღალი მასპინძლობისთვის. აღინიშნა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.