VII საუკუნეში, სირიის ქალაქ დამასკოში, ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა ერთი ვაჟი, რომელიც 7 წლის ასაკამდე ისე მივიდა, რომ ვერ ლაპარაკობდა. მას ერქვა ანდრია. პირველი სასწაული მის ცხოვრებაში, სწორედ 7 წლის ასაკში მოხდა, როდესაც იგი აზიარეს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მან საუბარი დაიწყო. ამ სასწაულის მხილველი ანდრია უფლის სიყვარულით და სულიწმინდით აღივსო, ყრმობის ასაკიდან დაიწყო წმინდა წერილის კითხვა და ღმრთისმეტყველების შემეცნება.
14 წლის იყო როცა იეურალიმში ჩავიდა და საბა განწმენდელის მონასტერში ბერად აღიკვეცა. თავმდაბლობით გამორჩეული მკაცრი ასკეტი, თავშეკვაებული ცხოვრებით ყველას აკვირვებდა. თავისი გონიერებისთვის, ნიჭისთვის და შრომისმოყვარეობისთის იერუსალიმის საპატრიარქო მდინვად დანიშნეს. 680 წელს წმინდა ანდრია მთავარდიაკვნის ხარისხში.
თავმდაბალი ბერი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით. კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის იგი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად – ნოტარიუსად დანიშნეს.
681 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში კონსტანტინოპოლის მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწრო, სადაც, მართლმადიდებლური დოგმატებზე დაყრდნობით ამხილა ერეტიკოსთა ცრუსწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმინდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს.
როცა ტახტზე იმპერატორი იუსტინიანე II ავიდა, მისი იმპერატორობის პერიოდში ნეტარი ანდრია კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსი გახდა. ამ ახალ სარბიელზე იგი გაბრწყინდა, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი. სწორედ ასე იცნობენ ქრისტიანულ სამყაროში წმინდა მამას – ანდრია კრეტელი. მღვდელმთავარმა ანდრიამ დაუდო დასაბამი ლიტურგიკულ ახალ ჟანრს – კანონს. ცნობილია და აღსანიშნავია “სინანულის დიდი კანონი”, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება, მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი – მთლიანად.
მერვე საუკუნის პირველ მეოხეში, წმინდა მთავარეპისკოპოსი ანდრია უფალს მიეახლა. მისი გარდაცვალების თარიღს ეკლესიის ისტორიკოსნი ზუსტად ვერ მიუთითებენ, ზოგნი 712 წელს, ზოგიერთნი კი 726 წელს ასახელებენ.