Another advertisement
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივლისის 21 საათიდან 15 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.
კვირას და ორშაბათს, 16-17 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 16 – 21 გრადუსი
შიდა მთიან რაიონებში:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.