Another advertisement
აზერებაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში 15 ივლისს გაიმართება, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა 13 ივლისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ შეხვედრაში ჩემი მონაწილეობა უკვე დავადასტურე. იმედი მაქვს, რომ შეხვედრის დროს სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებში პროგრესი დაფიქსირდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი ინფორმაციით, 12 ივლისს სომხეთსა და აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ სახელმწიფო კომისიების მეოთხე შეხვედრა გაიმართა.