Another advertisement
თურქეთში ახალგაზრდა მოსახლეობის წილმა 15,2% შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამის შესახებ თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) ბიულეტენში არის ნათქვამი, რომელიც მოსახლეობის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ქვეყანაში უფროსი თაობის წილმა 9,9% შეადგინა, რაც, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით დაბალია.TÜİK-ის მონაცემებით, თურქეთი მიმდინარე წლის დასაწყისში მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში მე-18 ადგილზეა. 2022 წლის ბოლოსთვის მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს მიაღწია, ხოლო თავად თურქეთის მოსახლეობა 85 279 553 ადამიანს შეადგენდა.