This is a specific ad

900-ზე მეტი დაღუპული მომლოცველი საუდის არაბეთში

70

Another advertisement

2024 წლის ჰაჯის მომლოცველობის დროს, საუდის არაბეთში ექსტრემალური სიცხის გამო 900-ზე მეტი მომლოცველი დაიღუპა, ტემპერატურამ 51°C-მდე მიაღწია.

დაღუპულთა უმრავლესობა ეგვიპტედან იყო, ეგვიპტელი მომლოცველებიდან გარდაცვლილია 307 მომლოცველი, 118-ს კი ეძებენ.

დაღუპულთა შორის არიან – 68 ინდოეთის მოქალაქე და მრავალი მომლოცველი ირანიდან, ტუნისიდან, ინდონეზიიდან და სენეგალიდან.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა არაოფიციალური წყაროების გზით ხდება ცნობილი და დასტურდება, თუმცა საუდის არაბეთის მთავრობა ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროვებს.

ძლიერმა და ინტენსიურმა სიცხემ გააჩინა შეშფოთება ყოველწლიურ მომლოცველებში კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული მზარდი რისკების შესახებ.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ ელექტრო ენეგრიის გარეშეა დარჩენილი
Öncəki yazı
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს