This is a specific ad

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

45

Another advertisement

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

ხოლო ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

35 წლის წინ დატრიალებულ სისხლიან მოვლენებს ძირითადად ქალები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ:

  • თამარ ჭოველიძე – 16 წლის
  • აზა ადამია – 22 წლის
  •  ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის
  • ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის
  • ნატო გიორგაძე – 23 წლის
  • თამუნა დოლიძე – 28 წლის
  • თინა ენუქიძე – 70 წლის
  •  ნინო თოიძე – 22 წლის
  • ზაირა კიკვიძე – 61 წლის
  • მანანა ლოლაძე – 34 წლის
  • თამარ მამულაშვილი – 50 წლის
  • ვენერა მეტრეველი – 45 წლის
  • მამუკა ნოზაძე – 21 წლის
  •  ნანა სამარგულიანი – 41 წლის
  • შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის
  • მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის
  • ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის
  • ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის
  • მზია ჯინჭარაძე – 43 წლის
  • მანანა მელქაძე – 26 წლის
  • გია ქარსელაძე – 25 წლის
Kateqoriya: Cəmiyyət
Sonrakı yazı
Marneulidə kişi keçmiş həyat yoldaşını bıçaqlayıb
Öncəki yazı
Bu gün 9 Aprel faciəsindən 35 il ötür