This is a specific ad

53

Another advertisement

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ახალი ასფალტის დაგება.

განახლდება ტროტუარები და განათების ბოძები რომელიც უკვე მოიხსნა ,ასევე გათვალისწინებულია წყალმომცილებელი სისტემის მოწყობა.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა ხიდქვეშა ინფრასტრუქტურა, გაგანიერდება გზა და იქნება 4ნახევარი მეტრი, რომელსაც ცალი მხრიდან გაუყვება ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი, ასევე პროექტის ფარგლებში ფეხით მოსიარულეთატის რკინიგზის გადასადვლელზე მოეწყობა ფილები. ადგილობრივი მოსახლეობა მაღალაშვილის ხიდის რეაბილიტაციუასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. აქედან თანხის 95%-ს ცენრალური ბიუჯეტი, ხოლო 5%-ს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Marneuli şəhərində Durmişxan Mağalaşvili körpüsünün bərpası davam etdirilir
Öncəki yazı
მსოფლიოში პაპილომა ვირუსის გავრცელების პრობლემა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ დგას