Another advertisement
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ახალი წევრები ჰყავს.
მარნეულის გენდერული საბჭოს მდივნის ია ესებუას განმარტებით, საბჭო მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, საკრებულოს გენდერული განყოფილების წარმომადგენლებს, მაჟორიტარ-დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს გააერთიანებს.
გენდერული თანასწორობის საბჭო მარნეულში 2018 წელს შეიქმნა მისი მიზანი კი მარნეულში მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებების გენდერულ ჭრილში შესწავლა და მოგვარებაა.