This is a specific ad

ყურბან ბაირამის თარიღი ცნობილია

44

Another advertisement

ყურბან ბაირამის თარიღი ცნობილია . ყურბან-ბაირამი მარხვის თვიდან, კერძოდ რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება.

ისლამურ და თურქულ სამყაროში 28 ივნისს დაიწყება და 3 დღე გაგრძელდება. როგორც იცით ახლოვდება წმინდა ყურბან ბაირამის დღესასწაული. ამ წელს ეს დღე 29 ივნისს აღინიშნება.

“მე მინდა მივულოცო ყველას. ყურბან ბაირამი ღვთის დღესასწაულია, შეჭირვებულების დღესასწაული. დაკლული ცხოველის ხორცი სამად უნდა განაწილდეს, ერთი ნაწილი გაჭირვებულებს ურიგდებათ, ერთი მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ხოლო ერთს ოჯახში იტოვებენ.ამიტომ, ყურბან ბაირამი ქველმოქმედების იდეისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ზეიმიცაა.- თქვა იმამ ჰუსეინინ მეჩეთის წარმომადგენელი ქამილ მურადოვმა

აღსანიშნავია რომ შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი – სულ მცირე ორი წლის.

“შეწირულ ცხოველს არ უნდა ჰქონდეს „დეფექტი”, ანუ საჭიროა ჩლიქოსანი ცხოველი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამასთან, დაწესებულია ასაკობრივი ზღვარიც. მაგალითად, ცხვარი ასაკით 6 თვეზე ნაკლების არ უნდა დაიკლას, თხისა და მსხვილრქიანი ცხოველების შემთხვევაში კი მინიმალური ასაკი ორი წელია. აღსანიშნავია, რომ ერთი ცხოველი შეიძლება შეიწიროს მთელი ოჯახის სახელით. მე კიდევ ერთხელ მინდა მუვულოცო ყველას . როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში მშვიდობა ყოფილიყოს”.- თქვა იმამ ჰუსეინინ მეჩეთის წარმომადგენელი

ქამილ მურადოვმა მუსლიმთა წმინდა წიგნი გვიამბობს, რომ იბრაჰიმს ძილში ანგელოზი ჯაბრაილი მოევლინა და ალაჰის სურვილი გადასცა. მას უზენაესისთვის საკუთარი პირმშო უნდა შეეწირა. იბრაჰიმი დამორჩილდა ღვთის ნებას, გაემართა იმ ადგილისკენ, სადაც დღეს მექა დგას და რიტუალის აღსასრულებლად სამზადისს შეუდგა. როდესაც ალაჰმა დაინახა, რომ იბრაჰიმი მზად იყო მსხვერპლად გაეღო ერთადერთი შვილი – კრავი მოავლინა და ისმაილის ნაცვლად სწორედ მისი შეწირვა მოსთხოვა შუმამავალს – ნიშნად იმისა, რომ იბრაჰიმმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Müqəddəs Qurban bayramının vaxtı açıqlandı
Öncəki yazı
Müstəqil Gürcüstanın tarixində ilk dəfə “Gürcüstanda Azərbaycandilli Məktəblərin Müəllimlərinin I Qurultayı” keçirilib – ƏTRAFLI