ფარი-ხანუმ სოფიევა, მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან

3

ფარი-ხანუმ სოფიევა, მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან.

ფარი-ხანუმ სოფიევა – ასი წლის წინ ის საქართველოში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა.

მის შესახებ ბევრი ცნობა შემორჩენილი არ არის, თუმცა, უმთავრესი, რაც მასზე ვიცით, ისაა, რომ 34 წლის ფარი-ხანუმ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც 1918 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.

1918 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დემოკრატიული, თავისუფალი და მრავალპარტიული იყო. მასში როგორც პარტიული, ისე არაპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.

თბილისის მაზრის ყარაიაზის ოლქში, სადაც კენჭს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყრიდნენ, ხოლო ამომრჩეველთა უმეტესობა მუსლიმი იყო, გამარჯვება მოულოდნელად დამოუკიდებელმა კანდიდატმა – ფარი-ხანუმ სოფიევამ მოიპოვა.

მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი იქნებოდა, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში კენჭი იყარა და გამარჯვებაც მოიპავა.მისი გამარჯვება გვიჩვენებს, თუ რა ავტორიტეტი და გავლენა უნდა ჰქონოდა თავის სოფელში, რომ მთელ სოფელს ხმა მიეცა მისთვის – ქალისთვის. ეს არის დემოკრატიული საარჩევნო კულტურის უმაღლესი დონე”, დოკუმენტები ამტკიცებს, რომ 1918 წელს საქართველოს პატარა სოფელი გახდა ის ადგილი, სადაც მუსლიმმა ქალმა არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაცია დაცულია მაშინდელ საარჩევნო ჟურნალში (დავთარში) „თბილისის ოლქი“, რომელიც, ასევე, მოიცავს ყარაჯალას და კიდევ რამდენიმე სოფელს.ფარი-ხანუმ სოფიევას ისტორიაც დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების უტყუარი მაგალითია

0
0
Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
ახალგაზრდა ქველმოქმედი აგრძელებს აფრიკელი ბავშვების გახარებას – ყურბან ბაირამის მსხვერპლშეწირვა დაიწყო
Öncəki yazı
Putin hərbi xidmətlə əlaqədar qanunu təsdiqlədi