Another advertisement
2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 8 070 პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი აქვს. ამის შესახებ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა. კერძოდ, სააგენტოს მონაცემებით, მარტოხელა მშობლის სტატუსი აქედან 7 923 – დედას, 132 – მამას; 1 – მშვილებელ კაცს და 14 – მშვილებელ ქალს აქვს. ამასთან, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ინფორმაციით, 2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, 1 486 პირს მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუუქმდა.