8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულიდანაც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთი ფარილ მამედოვია.
ფარილ მამედოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებიდანა, ის 1993 წლიდან 2011 წლამდე საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალებში მუშაობდა და 8 აგვისტოს ომში ქვეყნის დაცვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
შეგახსნებთ, რომ ფარილ მამედოვთან ერთად აგვისტოს ომში სხვა მარნეულელებიც იბრძოდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ფარილ მამედოვს მშობლიურ სოფელში დაბრუნება შეეძლო , იგი გადარჩა, თუმცა რომან ზოიძე, მამუკა შუბითიძე, გიორგი ტატუაშვილი და ზაზა ბოჭოიზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ, რის შემდეგაც ისინი ქვეყნის ეროვნული გმირებად შერაცხეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, თუმცა საქართველოს ტერიტორიის 20 % კვლავ რუსეთის ოკუპაციაში რჩება.ომის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქვეყანაში დევნილად იქცა, საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. მათთვის ყოველი ახალი დღე საკუთარ სახლში დაბრუნების იმედით თენდება.