This is a specific ad

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულიდანაც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთი ფარილ მამედოვია

22

Another advertisement

8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულიდანაც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთი ფარილ მამედოვია.

ფარილ მამედოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდარის დასახლებიდანა, ის 1993 წლიდან 2011 წლამდე საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალებში მუშაობდა და 8 აგვისტოს ომში ქვეყნის დაცვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

შეგახსნებთ, რომ ფარილ მამედოვთან ერთად აგვისტოს ომში სხვა მარნეულელებიც იბრძოდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ფარილ მამედოვს მშობლიურ სოფელში დაბრუნება შეეძლო , იგი გადარჩა, თუმცა რომან ზოიძე, მამუკა შუბითიძე, გიორგი ტატუაშვილი და ზაზა ბოჭოიზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპნენ, რის შემდეგაც ისინი ქვეყნის ეროვნული გმირებად შერაცხეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ 15 წელი გავიდა, თუმცა საქართველოს ტერიტორიის 20 % კვლავ რუსეთის ოკუპაციაში რჩება.

ომის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ქვეყანაში დევნილად იქცა, საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. მათთვის ყოველი ახალი დღე საკუთარ სახლში დაბრუნების იმედით თენდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულიდანაც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ერთ-ერთი ფარილ მამედოვია
Öncəki yazı
8 აგვისტო – 15 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან