This is a specific ad

7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მისცეთ ტელეფონი ბავშვს 12 წლამდე

144

Another advertisement

გაჯეტებზე დამოკიდებულება თანამედროვე საზოგადოების აქტუალური პრობლემაა.

ვირტუალურ სამყაროში ჩვენ საათებს ვატარებთ, ვშორდებით რეალურ ცხოვრებას, ზიანს ვაყენებთ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაგანსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს გაჯეტები ბავშვებზე. რაც ყველაზე ცუდია, ბევრი მშობელი თვითონ აჩვევს ბავშვს სმარტფონსა თუ პლანშეტს. არსებობს მიზეზთა ერთობლიობა, რის გამოც არ უნდა მისცეთ ბავშვებს ისინი.

-ასაკი

0-დან 3 წლამდე პერიოდი მნიშვნელოვანია მხედველობის განვითარებისთვის, სამეტყველო აპარატისა და სიტყვების მარაგის გამდიდრებისთვის ბავშვებში. სამ წალმდე ასაკის ბავშვებისათვის განსაკუთრებით მნისვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ უფროსებთან და ესაუბრონ მათ.

-ტვინის განვითარების შეფერხება

ჩვილის ტვინი სამჯერ იზრდება დაბადების შემდეგ ორ წლამდე პერიოდში და გრძელდება 21 წლამდე. ბავშვის ურთიერთობა გაჯეტებთან ადრეულ ასაკში კოგნიტური განვითარების შეფერხებას იწვევს. მატულობს იმპულსურობა, თვითშეკავების უნარი იკლებს.

-განვითარების შეფერხება

ფიზიკური აქტიურობა ავითარებს ყურადღებას და ახლის ათვისებას აადვილებს.

გაჯეტებთან ურთიერთობა კი აფერხებს მოძარაობას.

-ძილის პრობლემები

გაჯეტებთან ურთიერთობის შემდეგ ბავშვი ზეაგზნებული ხდება, ამიტომ მას უჭირს პლანშეტთან განშორება და შესაბამისად, ძილი.

-ფსიქოლოგიური დარღვევები

ინტერნეტთან მიჯაჭვულობას მივყევართ ჩაკეტილობისაკენ და ფობიებთან.ბავშვი უპირატესობას ანიჭებს პლანშეტთან ურთიერთობას, ვიდრე ადამიანებთან. შესაძლოა აუტიზმის განვითარება და მიჯაჭვულობის მოშლა მშობლებთან.

-რეალობიდან მოწყვეტა

ვირტუალურ სამყაროში დროის გატარება, ბავშვს წყვეტს რეალურ სამყაროს. ისინი ცხოვრებაში ნაკლებად ემპათიურები და კომუნიკაბელურები არიან. უჭირთ ადაპტაცია საზოგადოებაში.

განსაზღვრეთ დრო, რომელსაც გაატარებს ეკრანთან. 0-2 წლამდე საერთოდ არ მისცეთ ბავშვს სმარტფონი. 3დან 5 წლამდე მხოლოდ ერთი საათით. ხოლო 6-დან 18 წლამდე ორი საათით დღეში. შედეგად ბავშვი მეტად წარმატებული და ჯანმრთელი გეყოლებათ.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
12 yaşından kiçik uşağa telefon verməməyiniz üçün 7 səbəb
Öncəki yazı
Marneuli Mədəniyyət Mərkəzində Gürcüstan tarixi mövzusunda İctimai mühazirə keçirilib