This is a specific ad

7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა.

45

Another advertisement

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.5% შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა. 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში. რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლებს იანვარ-ივლისში:

საქონლის ექსპორტი (FOB) – 3.5 მლრდ აშშ დოლარი. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.9% საქონლის იმპორტი (CIF) – 8.5 მლრდ აშშ დოლარი. ზრდა 19% საგარეო სავაჭრო ბრუნვა – 12.1 მლრდ აშშ დოლარი. ზრდა 18%

Open photo

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოძრაობა შეიზღუდება: შეიცვლება ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსორტის მარშრუტიც.
Öncəki yazı
საჩვენოდ და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა“ – როგორია რეგულაციის ორი თვის ეფექტი ადგილობრივი მემარცვლე ფერმერებისთვის