This is a specific ad

„7 ადამიანს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს“ – პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

39

Another advertisement

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “მ” და “ლ” ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

Sonrakı yazı
თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტს მიმართავს, რეზოლუციაში ჩაიწეროს სალომე ზურაბიშვილისადმი მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს
Öncəki yazı
პარლამენტში პლენარული სესია დაიწყო – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს