This is a specific ad

“60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება” – შალვა პაპუაშვილი

27

Another advertisement

“ორგანიზაციების განცხადება, რომ ისინი დამოურჩილებლობას უცხადებენ, კანონს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის არადემოკრატიული და იგი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და მის დეკლარირებულ პრინციპებს. კანონი მიღებულია და ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს! ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ მოხდება დეკლარილება, ყველას მოვუწოდებ, მიყვნენ კანონის ნორმებს”. განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული პროცესები და პროცედურები განმარტა. მისი თქმით, კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა და ხვალიდან ოფიციალურად ჩაითვლება გამოქვეყნებულად და შევა ძალაში.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 4 ივნისიდან 60 დღის ვადაში იუსტიციის სამინისტრო თავის უფლებამოსილებაში არსებულ ნორმატიულ აქტებს მოამზადებს, მათ შორის უზრუნველყოფს ელექტრონული პორტალის შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის. 60 დღის შემდეგ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ ამ პორტალზე, რა დროსაც მათ უნდა დაადეკლარირონ 2023 წელს არსებული შემოსავლები.

“როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების აცხადებენ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, თუკი მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე? რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას? ეს აჩვენებს, რომ მათ პრობლემა აქვთ არა კანონის მიმართ, არამედ პრობლემა აქვთ იმისა, რომ ხალხისთვის მათი ფინანსები ცნობილი გახდება. გახდება ცნობილი, თუ სად მიდის უცხოური დაფინანსების ნაწილი, რომლის თაობაზეც შიგა და შიგ შევიტყობთ, რომ იხარჯება რადიკალიზმში, იხარჯება მათ შორის ისეთ ორგანიზაციებში, რომელიც ბოლო პერიოდში ტერორით და მუქარით არიან დაკავებული. სამწუხაროა, რომ დღეს დღეს უცხოური დაფინანსება ასეთ ორგანიზაციებთან ასოცირდება.” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე მედიასთან საუბრისას.

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
Meksikada qadın prezident seçildi – 200 ildə ilk dəfə
Öncəki yazı
შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა