Another advertisement
მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოშია გადაყვანილი 153 ადამიანი.