This is a specific ad

6 წელი, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმისგან სასტიკად ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან

60

Another advertisement

დე ფაქტო ცხინვალში სასტიკად ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ.

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი სამ პირთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის გახდა ცნობილი, რომლებმაც გადაწყვიტეს არჩილ ტატუნაშვილისთვის  თავისუფლების უკანონოს აღკვეთა, მათ არჩილი მიიყვანეს მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და აწამეს.

როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

ცხედარი ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თითქმის ორ თვეში გადმოასვენეს. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

2020 წლის დეკემბერში, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ მიმართ ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით  საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Tapdıq Yolçu vəfat etdi
Öncəki yazı
“Qarabağ” bu gün yenidən tarix yaza bilər