Another advertisement
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და აბიტურიენტების ღელვა იზრდება, შფოთვა და სტრესი კი აქვეითებს აბიტურიენტის პროდუქტიულობის დონეს და ხელს უშლის შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში.
სტრესი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს და მას თავს ვერ დავაღწევთ. უბრალოდ გასათვალისწინებელია სტრესორები, რომლებიც შეიძლება იყოს პოზიტიურიც და ნეგატიურიც.
გამოცდა ნეგატიურ ფიქრებს შეიძლება იწვევდეს, რადგან, პირველ რიგში, აბიტურიენტი იწყებს შედეგების ანალიზს. ფიქრობს – „ვაითუ ვერ ჩავაბარე, ვაითუ შესაბამისი ქულა ვერ მივიღე“. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი – „თვითშესრულებადი წინასწარმეტყველება“. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ჩავიფიქრებ, ასეც განვითარდება მოვლენები“ – ამბობს ფსიქოლოგი.