This is a specific ad

5 პროდუქტი, რომელიც ბავშვს ყოველდღე სჭირდება – არც წონის კლებას, არც ზედმეტ წონასთან გექნებათ პრობლემა და ნაკლებადაც იავადმყოფებს პატარა.

49

Another advertisement

ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება, ამიტომ დედამ უნდა შეარჩიოს პროდუქტები, რომლებიც ბავშვის ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს. ძვლების ზრდისთვის აუცილებელია კალციუმი და ფოსფორი, რომელსაც ბავშვი რძის ნაწარმისგან იღებს. რომელიღაც პროდუქტი მაინც უნდა მიიღოს: რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი და არაჟანი. ყველაზე უკეთ მარცვლეული ფაფეულის სახით შეითვისება, რაც მინერალური ნივთიერებების, ნახშირწყლების, უჯრედისების, ცილებისა და ვიტამინების წყაროა.რა თქმა უნდა, ხილ-ბოსტნეული დიდი რაოდენით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს. ბოსტნეულში ნახშირწყლებია, ხილში გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა. გარდა ამისა, ხილსა და კენკრაში ბევრი ორგანული მჟავაა, სასარგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული ეს პროდუქტები.ხორცი დაკვერცხი უმნიშვნელოვანესია ბავშვის ზრდისთვის. ხორცი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მოხარშული უცხიმო ხორცი და ღვიძლის კერძები. პედიატრების რეკომენდაციით, ბავშვის რაციონში კვირაში ორჯერ მაინც უნდა იყოს თევზი, რომელიც კვებითი ღირებულებით ხორცს არ ჩამოუვარდება და გაცილებით იოლად შეითვისება. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვისთვის ორაგული, კალმახი, თინუსი. მთავარია, რომ ბავშვის რაციონი ბალანსირებული იყოს და ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას შეიცავდეს. თუ ბავშვის რაციონში ყოველდღიურად იქნება ჩამოთვლილი პროდუქტების გარკვეული ნაწილი მაინც, ამაზე უკეთესს მას ვერაფერს გაუკეთებთ. ბავშვთა დიეტოლოგების თქმით, ასეთ შემთხვევაში არც წონის კლებას და არც ზედმეტ წონასთან არ გექნებათ პრობლემა, ნაკლებადაც იავადმყოფებს პატარა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის 1/2-ფინალში გავიდა.
Öncəki yazı
დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალების შესახებ” – ერდოღანის სამძიმარი ღარიბაშვილს