This is a specific ad

5 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან

16

Another advertisement

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი ადასტურებს, რომ 5 ოქტომბერს, გრანადაში სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდებიან.

მდივანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მოსამზადებლად. ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და ევროსაბჭოს ხელმძღვანელი მიიღებენ.

17 სექტემბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ გრანადაში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა, მეორე დღეს კი ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ ოპერაცია დასრულდა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღდგა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ილჰამ ალიევი: “აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი”
Öncəki yazı
Xankəndidə yanacaqdoldurma məntəqəsində partlayış – Ölənlər var