Another advertisement
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სააგენტოს განმარტებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 2-3 აგვისტოს ზოგან +36.+ 38 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 4 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე დაიკლებს.თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.