This is a specific ad

4 წლის ბიჭს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა – ბავშვი თბილისშია გადაყვანილი

58

Another advertisement

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს.

მათი ცნობით, მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში, პირველ აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. თუმცა მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმ ელმან სადიკოვის განცხადებით, სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

პირველის ნახევარზე შემოიყვანეს ბავშვი ჩვენთან, მშობლებმა და ნათესავებმა თავად მოიყვანეს. იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, კომატოზურ მდგომარეობაში. ჰქონდა სისხდლენა კეფის არეში იარა ამავე არეში. მშობლებმა თქვეს, რომ ბავშვი ძმასთან თამაშობდა, ძმამ ხელი კრა და ბავშვი დაეცა. ამბობდნენ, რომ დაეცა ხრეშზე კეფის არეთი. ხრეში პატარა ქვებია და თქვეს რომ ერთ-ერთი ქვა, დაცემის დროს, კეფაში გაეჭედა“. – განაცხადა ელმან სადიკოვმა

ამჟამად, დაშავებული ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია.

„ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საიდანაც მისი ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც“,- ამბობს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, გია ბიბილეიშვილი. გამოძიება  სისხლის სამართლის  124  მუხლით   დაიწყო  რაც

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, გულისხმობს  და

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.“.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
Ədliyyə Evində xarici vətəndaşlar üçün tibbi sığorta xidməti tətbiq edilib
Öncəki yazı
გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს