This is a specific ad

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

26

Another advertisement

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı, Sağlamlıq
Sonrakı yazı
Gürcüstanda səhər saatlarında ard-arda iki zəlzələ qeydə alınıb
Öncəki yazı
როგორც ევროპელი პოლიტიკოსები მოისურვებენ, რომ ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელონ და არა რაღაც გაუგებარი პოლიტიკური თუ კლანური მიზნებით, ზუსტად იმ მომენტში გადაიტვირთება ყველაფერი და იქნება ჩვეულებრივი ურთიერთობები – შალვა პაპუაშვილი