იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით 4.5 მილიარდი დოლარით დაეხმარებიან. საიდანაც ერთი მილიარდი დოლარი გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაც გენერატორებსა და ელექტრომომარაგების დაფინანსებას გულისხმობს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას მადლობა გადაუხადა “მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო.” და აღნიშნა, რომ – “4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა. ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს, 1.5 მილიარდს, იანვარში. პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ”. ასევე ზელენსკიმ განაცხადა, რომ იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.
ხოლო ფუმიო კიშიდას განცხადებით – ფული უნდა გადასცენ უკრაინას და დარწმუნდნენ, რომ რუსეთი დამარცხდება.