Another advertisement
4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი – ამის თაობაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქის ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მერის თქმით, საგზაო სამუშაოები დასრულდა, დახაზვის, გამწვანებისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ისიც დასასრულს უახლოვდება. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, რეაბილიტაციის ფარგლებში თავიდან ბოლომდე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები და დაემატა საპარკინგე ადგილები. თბილისის მერიის ინიციატივით უნივერსტიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია 2023 წლის ივნისში დაიწყო