37-39 გრადუსი სიცხე – როგორი ამინდი იქნება დღეს?

165

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ახალ პროგნოზს ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

„დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია სინოპტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
15 წლის გოგომ ტაქსის მძღოლი, 74 წლის კაცი მოკლა – შსს განცხადებას ავრცელებს
Öncəki yazı
„One Caucasus Festival 2024“ – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში