This is a specific ad

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ

149

Another advertisement

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს და ამ მოვლენას ისტორიულს უწოდებს.

დეკლარაციის მთავარი პუნქტები ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, დამატებით ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას დონორთა მეშვეობით.

„მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი უზრუნველვყო, უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის და გადარჩენისთვის საბრძოლველად. ხვალ მე გამოვაცხადებ რიგ ქმედებებს უკრაინის სამხედროების მხარდაჭერის დასაჩქარებლად“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას ეკონომიკური მდგრადობიდან ეკონომიკურ აღორძინებაზე გადასვლაში. ჯო ბაიდენის თქმით, ქვეყნის აღდგენაზე იმუშავებს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი ვალდებულება ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
ტრამპის განცხადებით, უკრაინა აღარ არსებობს, და მისი აღდგენა შეუძლებელია
Öncəki yazı
ქართველი ხალხისთვის ახლა მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ბაიდენის ადმინისტრაციის დემარში იყო სწორედ ამაზე პასუხი – სოზარ სუბარი