This is a specific ad

28 მაისი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ თბილისში აღინიშნა

17

Another advertisement

აზერბაიჯანის უწყვეტი და დინამიური განვითარების ამსახველი ისტორიული ფოტოების გამოფენა სასტუმრო „პარაგრაფის“ არტ დარბაზში გაიმართა, ღონისძიება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
პარალელურად დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები COP 29-ის შესახებ.

ღონისძიებაზე შესრულდა აზერბაიჯანის და საქართველოს ეროვნული ჰიმნები. ეროვნულ ჰიმნებს მხურვალე ოვაციები მოჰყვა.
საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი, ფაიგ გულიევი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ალი კაან აიჰანი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ხელმძღვანელი ჰუსეინ იუსუბოვი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ზაურ დარგალი, სავალან მირზაევი, ყოფილი მინისტრები და ელჩები, ინტელექტუალები და მუნიციპალური ლიდერები, ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი ბიზნესმენები.

ელჩმა, ფაიგ გულიევმა ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის ისტორიაზე და მიუხედავად მისი 23 თვიანი არსებობისა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატების შესახებ, რომელიც 1918 წელს თბილისში შეიქმნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა აღმოსავლეთში. მისი თქმით, 1990 წლის დასაწყისში აზერბაიჯანელმა ერმა დაიბრუნა დამოუკიდებლობა და კანონით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე არის დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას დიპლომატმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია: „ეს არის ჩვენი მეგობრობის, ძმობის და პარტნიორობის მაღალი დონის ნათელი დასტური.” – განაცხადა ფაიგ გულიევმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მაღალი დონე მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს. მან ისაუბრა ამ ორი სახელმწიფოს მეგობრობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ორივე ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ – აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონის წამყვანი სახელმწიფოები არიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.

საზეიმო ღონისძიება გაგრძელდა მუსიკალური პროგრამებით.
მუსიკოსებმა, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის იქნენ მოწვეული აზერბაიჯანიდან, შეასრულეს აზერბაიჯანული ხალხური და კომპოზიტორული სიმღერები, როგორიცაა – „ყარაბაღის შერყევა“, „აზერბაიჯანი, „ყარაბახი“ და ა.შ. სიმღერებს მსმენელები ოვაციებით შეხვდნენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Cənubi Koreya qonşusundan qoxulu “hədiyyə” aldı: Polis hava şarlarını yığır
Öncəki yazı
28 May – Azərbaycan Respublikasının Müstəqillik Günü Tbilisidə təntənəli şəkildə qeyd olunub