მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღევლინა, კრწანისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი. ტაძრის ეზოში კი, სტუდია “სხივის” აღსაზრდელების მონაწილეობით გაიმართა მცირე ღონისძიება, სადაც ტრადიციული საგალობლები და ხალხური სიმღერები შესრულდა.



ღონისძიებას რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.