Another advertisement
ტემპერატურის გამუდმებული ცვალებადობის გამო, 2100 წლისთვის დედამიწის ნახევარზე მეტი მშრალი იქნება.
ამის შესახებ დასკვნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს.
მათი მტკიცებით, კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული იქნება, რომ 1880-იან წლებში შექმნილი რუკების გადაწერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება.
„საუკუნის ბოლოსთვის, მსოფლიოს მიწის მასის 38-დან 50%-მდე დღევანდელისაგან განსხვავებულ კლიმატურ ზონაში იქნება“, წერს მკვლევართა ჯგუფი უფროსი პოლ დიერმეიერი.