მეცნიერებმა შეიმუშავეს ენერგიის წყარო, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრების საშუალებას მისცემს. ნასას წარმოებული პროგრამა არტემიდას” შედეგად იმედოვნებენ, რომ აშშ 2030 წლისთვის პირველ ფორპოსტს დააფუძნებს მთვარეზე. ბანგორის უნივერსიტეტმა ყაყაჩოს თესლის ზომის ბირთვული საწვავის უჯრედები დააპროექტა, რომელიც მთვარეზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო ენერგიას აწარმოებს. “ბირთვული მომავლის ინსტიტუტის” პროფესორმა, საიმონ მიდლბურგმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ვარაუდით, ბირთვული საწვავის სრულიად გამოცდა მომდევნო რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი და ის შესაძლებელია იქცეს სხვა პლანეტების ათვისების საფუძველიც.ჟურნალისტი ტიმ მარშალი აცხადებს, რომ საწვავის საკითხში გარღვევა ახალი ნაბიჯია მთვარის სამხრეთ პოლუსის ათვისებისთვის რბოლაში. “დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის მთავრეზე როგორც აშშ-ის, ასევე ჩინეთის ბაზები გაჩნდება”, – განაცხდა მან.
-