This is a specific ad

2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ

60

Another advertisement
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, უწყება ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების ადმინისტრირებაზე მუშაობს.
„ყველა ეთნიკური უმცირესობის მასწავლებელს, ნებისმიერი საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო კომბინირებული გამოცდა და ასევე, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ჩვენ ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით და ჩვენი გეგმაა, 2025 წელს, ეთნიკური უმცირესობის მასწავლებლებმა კომბინირებული და სპეცმასწავლებლის გამოცდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. ვაორგანიზებთ ამას“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო
Öncəki yazı
“შესაძლებელია ღრუბლიანობის მომატება” – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში