This is a specific ad

2024 წლიდან პენსიის გატანის წესი იცვლება

59

Another advertisement

2024 წლიდან პენსიის გატანის წესი იცვლება. ცვლილების მიხედვით, დაგროვებითი პენსიის ბენეფიციარს საკუთარი დანაზოგის გატანა ერთიანად შეეძლო, ამიერიდან მის გაცემა მინიმალურ ზღვარზე იქნება დამოკიდებული.

„იმის გათვალისწინებით, რომ საპენსიო სქემა უკვე არსებობის 5 წელს ითვლის, საპენსიო ასაკში პენსიის პროგრამულად მიღება უფრო აქტუალური გახდა. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით, ორ შემთხვევაში: 1. თუ მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო სქემაში გაწევრიანების თარიღისათვის, ან 2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამული გატანით გადაანგარიშების საფუძველზე, მონაწილის ყოველთვიური პენსია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები გამოდის. გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევისა, საპენსიო ასაკში მონაწილე საპენსიო აქტივებს მიიღებს პროგრამული გატანით, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლიობაზე გადაანგარიშებით“, – განუცხადეს Business Insider Georgia-ს საპენსიო სააგენტოში. 

დღეისათვის პენსიის სრულად გატანის 7000 შემთხვევაა, ხოლო 11 000-ის შემთხვევაში შეეძლოთ გატანა, მაგრამ არ გაუტანიათ, საუბარია ჯამში დაახლოებით 25 მლნ ლარზე.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტვირთების ტრანსპორტირებაზე 30%-იანი ზრდა გვაქვს – SKYLOG
Öncəki yazı
აზერბაიჯანი საქართველოში ავტომობილების სამუხრუჭე ხუნდებს შემოტანას გეგმავს