დღეს ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლის ბიუჯეტის დოკუმენტში შეტანილი პრიორიტეტული საკითხების პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი მოიცავს საშუალოვადიან პერიოდში მუნიციპალიტეტის დასაგეგმ შემოსავლებს, გადასახადების, ასევე, პრიორიტეტებზე (პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე) გათვალისწინებულ თანხის ოდენობებს.
️ შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნა და ისაუბრა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება USAID- ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მხარდაჭერით ჩატარდა.