Another advertisement
მუნიციპალიტეტის 23 სოფელში მოეწყო გარე განათება, 14 სოფელში ჩატარდა გზების რეაბილიტაცია-მოხრეშვა, მოეწყო 2 მინი სკვერი, ასევე 2 მინი სტადიონი და განხორციელდა სარწყავი არხის 3 პროექტი.
დარჩენილი პროექტები გრაფიკის მიხედვით წლის ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 610 000 ლარი განისაზღვრა. 2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის კი 1 232 000 ლარი გამოიყო.