საერთაშორისო მედიაში არაერთხელ იყო მსჯელობა, იმის შესახებ, რომ პლანეტის არსებობის მანძილზე 2023 წელი რეკორდულად ცხელი იყო. ამჟამად მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 2024 წელს ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.
მათი მტკიცებით, ტემპერატურის მატება დაკავშირებული იქნება ელ-ნინიოს ფენომენთან, რომელიც ასევე იყო მიზეზი იმისა, რომ 2023 წელი ასეთი ცხელი იყო, რაც წყნარ ოკეანეში წყლის ზედაპირული ფენის ტემპერატურის მატებას გულისხმობს. ასევე ელ-ნინიოს ერთ-ერთი ეფექტი იყო მშრალი ამინდი ცენტრალურ ამერიკაში, რამაც იმ ტბის დაშრობა გამოიწვია, რომელიც პანამის არხს – გატუნს კვებავს. შედეგად არხში წყლის დონე დაეცა და მისი გამტარუნარიანობა კრიტიკულად შემცირდა.
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მეცნიერმა, მაიკლ მაკფედენმა განაცხადა, რომ როგორც წესი, ელ-ნინიოს მეორე წელი ხშირად უფრო თბილია, ვიდრე პირველი.
მეტეოროლოგმა პიტერ ტაალასმა, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას (WMO) ხელმძღვანელობს, შარშან აღნიშნა, რომ 2024 წელი “კიდევ უფრო თბილი” იქნებოდა, ვიდრე 2023. WMO-მ დაანონსა სამხრეთ ამერიკასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში ზამთრის თვეებში ნალექის ზრდა.