Another advertisement
2024 წლის 19 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში,სოფელ თამარისში ჩატარდება, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული გუნდური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
ტურნირი ჩატარდება საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთობლივი ორგანიზებით.