2024 წლის სექტემბერში CU-ს ბათუმის კამპუსის გახსნა იგეგმება

2

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა Sengelia 2023 წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებს.

მისი თქმით, მიმდინარე წელი წარმატებული იყო.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ვიყიდეთ 2023 წლის ოქტომბერში, ხოლო ნოემბერში „კავკასიის უნივერსიტეტმა“ შეიძინა მასშტაბური შენობა ქალაქის ცენტრში, რათა უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მიმზიდველი გახდეს სტუდენტებისთვის“,- აღნიშნა კახა შენგელიამ.

ამასთან, 2024 წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ახალი პროგრამები დაემატება, მათ შორის მედიცინა, ფსიქოლოგია, PR-ი, ხოლო „კავკასიის უნივერსიტეტში“ სიახლე იქნება ის, რომ 2024 წლის სექტემბერში ბათუმის კამპუსის გახსნაა დაგეგმილი. 

„ორივე უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში ბევრი პროგრამა და ახალი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული და ვფიქრობ, 2024 წელი უფრო წარმატებული იქნება ვიდრე 2023 წელი“, – ამბობს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი. 

კახა შენგელიას განცხადებით, ამ პროექტების განხორციელდება პირადი სახსრებითა და საბანკო სესხებით მიმდინარეობს.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
დღეიდან საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას
Öncəki yazı
2024 წელს საქართველოში პირველი ბავშვი ბათუმში დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას და ახალშობილის ფოტოს ბათუმის სამედიცინო ცენტრი ავრცელებს