This is a specific ad

2024 წელს ,,სადილი” აშშ-ს ბაზარზე შევა

56

Another advertisement

,,2023 წელი ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო. გარდა იმისა, რომ გავედით ექსპორტზე აზერბაიჯანში და ვგეგმავთ გლობალურ ბაზრებზე არეალის გაფართოებას, ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი. წელს  მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ვახდენთ ჯარის მომარაგებას ჩვენი პროდუქტებით. ამასთან გავხდით  FSSC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გზას გვიხსნის მთელ მსოფლიოში, ხარისხის კუთხით ძალიან დიდი აღიარებაა.  ქსელურ სუპერმარკეტებზეც გავაფართოვეთ წვდომა , რამაც დადებითად იმოქმედა გაყიდვებზეც. წინა წელთან შედარებით, ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა 50%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპს სამომავლოდაც შევინარჩუნებთ”, – ამბობს ამიკო კალანდია.

მისი ინფორმაციით, 2024 წელს ,,ჯეონატურალსი” დუბაის აგრარული პროდუქტების გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ გეგმას, ცნობილი ქართული ბრენდი მომავალი წლიდან აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში შევა.

შეგახსენებთ, რომ ,,ჯეონატურალსი“, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. ,,სადილის“ წლიური წარმადობა 2 500 000 ქილა კონსერვია. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
835 000 პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს – თამარ ბარკალაია
Öncəki yazı
გამოცხადდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა სტარტაპებისთვის – GIST Business Incubation