This is a specific ad

2023 წელს საქართველოში ინვესტიციები შემცირებულია

14

Another advertisement

იმ შემთხვევაში თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით დავაკვირდებით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1,173.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 68.3%-ით აღემატება, ხოლო რეინვესტიციამ 1,279 მლრდ  აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7.2%-ით ნაკლებია. სავალო ვალდებულებები კი 857.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებითვე 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნად კვლავ გაერთიანებული სამეფო რჩება 24.6%-ით, საიდანაც 2022 წელს განხორციელებულმა ინვესტიციებმა 392 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები 360.5 მლნ აშშ დოლარით (22.6%-ით), მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 168.8 მლნ დოლარით(10.6).

invest-1710140828.jpg

screenshot-1-1710140928.jpg

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2023 წელს 66.5% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5%. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ აშშ დოლარით (18.3%), ხოლო მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ აშშ დოლარით (8.7 %) – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bu gün müqəddəs Ramazan ayı başladı
Öncəki yazı
როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში