This is a specific ad

2023 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალია

60

Another advertisement

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა მზარდია, საარქთველოს შინაგან საქმეთა სამინისროს მიერ გამოქვეყნებული  სტატისტიკის  მიხედვით, 2023 წელს ჯამში 55603 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5594 ასახავს იმ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას, როლებზეც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, აქედან 2023 წელს ავარიების შედეგად დაშავდა  7310 პირი, ხოლო გარდაიცვალა 442 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს შორის უკვე მრავალი წელია ძირითადად დომინირებს: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა,  მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, ქვეითად მოძრავთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა,  საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა, მობრუნების მანევრი და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. მხოლოდ 2023 წელს სიჩქარის გადაჭარბებამ 67 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას 55 პირი შეეწირა, ხოლო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შეთხვევებს 90 ქვეითის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 1627 დაშავდა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge●Az საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა
Öncəki yazı
Ərdoğan Zelenski ilə görüşdü