This is a specific ad

2023 წელი ქვეყანაში სამკურნალო საშუალებების იმპორტის ღირებულებით რეკორდულია

48

Another advertisement

ქვეყანაში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 489,633.75 ათასი დოლარის ღირებულების  დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 360,898.87 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 36%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოსთვის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის  ქვეყანაში იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების საერთო ღირებულების 28%-ი.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოს დაფასოებულ სამედიცინო საშუალებებს ყიდულობს:

  • თურქეთი – 136,288.69 ათასი დოლარი,
  • შვეიცარია – 53,099.40 ათასი დოლარი,
  • გერმანია – 52,182.53 ათასი დოლარი,
  • უნგრეთი – 36,486.48 ათასი დოლარი,
  • საფრანგეთი – 28,560.33 ათასი დოლარი.

იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 45%-ი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელი იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ღირებულების კუთხით უკვე რეკორდულია, რადგანაც 11 თვის მაჩვენებელი უკვე ბევრად აჭარბებს გასული წლების წლიურ მაჩვენებლებს. 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ოჯახს სახელმწიფო სოფლად სახლს შეუსყიდის
Öncəki yazı
სად ამოქმედდება 1-ელი იანვრიდან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები – დეტალები