This is a specific ad

2023 წელს, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სახელმწიფო პროგრამით 28 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა

54

Another advertisement

2023 წელს, განვლილი 7 თვის განმავლობაში, ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სახელმწიფო პროგრამით 28 ადამიანს ჩაუტარდა, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერაციები ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სრულად, 100%-ით ფინანსდება.

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა. პროექტის მიზანი თითოეული ბენეფიციარისთვის მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. პროგრამის ფარგლებში, პირველ წელს 22 ადამიანის ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია 2 495 000 ლარით დაფინანსდა.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისსა და აჭარაში რეგისტრირებული პირების გარდა, რადგან მათთვის ამავე სერვისს თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია და მას სრულად ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც მოიცავს როგორც უშუალოდ გადანერგვას, ისე მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიასა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინა კვლევებს“, -ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Fransanın əksər departamentlərində istilərlə bağlı “narıncı” xəbərdarlıq elan edilib – ƏTRAFLI
Öncəki yazı
ტურიზმი საქართველოში – გაამართლა თუ არა სეზონმა?