This is a specific ad

2008 წლის აგვისტო…..

31

Another advertisement

ჯერ კიდევ აგვისტომდე 2008 წლის გაზაფხულიდან უკვე შეინიშნება რუსების აქტიური გადაადგილება, პროვოკაციული ქმედებები და სროლებიც კი საქართველოს ტერიტორიაზე.

1 აგვისტო – დაიბომბა ცხინვალის ქართული სოფლები, ერგნეთიდან და ნიქოზიდან გახსნილი ცეცხლს შედეგად არიან დაშავებულები და დაჭრილები, მათ შორის პოლიციელები. გარდაცვლილია 3 ადამიანი. ჯამში, 1 აგვისტოს საქართველოს 12 მოქალაქე დაშავდა.

2 აგვისტო – დაიბომბა 10-ზე მეტი სოფელი. დაშავდა 19. ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ქართული მხარე საპასუხო ცეცხლს წყვეტს. ამავე დღეს, ჩრდილო ოსეთის “ხელისუფლებას” დახმარების ხელს სთავაზობს რუსეთი და იწყება მოსახლეობის ევაკუაცია ცხვინვალიდან.

3 აგვისტო – სეპარატისტების სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი, მათ შორის – ზნაური და ველები. მათვე ცეცხლი გაუხსნეს დვანის ქართულ პოლიციას.

4 აგვისტო – რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბთან დაბანაკდა.10 ერთეული ჯავშანტექნიკა რუსეთიდან საქართველოში შემოდის. ომის საფრთხე სულ უფრო აშკარაა. აქტიურდება საერთაშორისო საზოგადოება და ისმის მოწოდებები ძალისმიერი ქმედებების შესაჩერებლად.

5 აგვისტო – რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის. გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა. ევროკავშირი კვლავ მოლაპარაკებებს ითხოვს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

6 აგვისტო – გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა.

7 აგვისტო – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში ჩაუვარდა სარადარო ჩანაწერები, საიდანაც დასტურდება, რომ იგეგმება კიდევ რამდენიმე ქართული სოფლის დაბომბვა. პარალელურად, აფხაზეთის დე- ფაქტო ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის დასახმარებლად.

7 აგვისტოს – გარდაცვლილია 10 ადამიანი, დაშავებულია 37, დაბომბილია 26 ქართული სოფელი.

7 აგვისტოს ქართული მხარე მობილიზაციას იწყებს. ამიტომაც ითვლება ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტო და არა რომელიმე სხვა დღე.

8 აგვისტო – დაღუპულია 19, დაშავებულია 135 ადამიანი, დაიბომბა 36 სოფელი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bu gün – 7 Avqust ölkəmizdə matəm günüdür
Öncəki yazı
რუსეთ საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა