This is a specific ad

2007 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა – გოდერძი ჩოხელი

23

Another advertisement

“იცით, რა ცუდად ვარ?! ღამე რომ დავწვები, ათას რამეს ვფიქრობ. ფილმების გადაღება მინდა, უამრავი გეგმა მაქვს, მაგრამ რომ გავიღვიძებ და ვხედავ არაფრის საშუალება არ არის, საშინელ ხასიათზე ვდგები. ექიმები ამას დეპრესიას უწოდებენ, მე კი კინოს გადაღება მინდა. იცით რას ვნატრობ?! დავრჩენილიყავი იმ ქოხში და ვყოფილიყავი ერთი ჩვეულებრივი გლეხი. არ გამეგო იმდენი რაღაც, რაც უნდა გამეგო და არ დამმართნოდა ეს. მეცხოვრა იმ გათენებით და დაღამებით…

მართლა მინდა კარგად ვიყო, მარტო იმიტომ კი არა, რომ მე ვიყო ჯანმრთელად, იმიტომაც, რომ ამდენ ადამიანს უნდა, რომ კარგად ვიყო, მე კი ძალაუნებურად გულს ვწყვეტ. მინდა მთაზე ასვლა შემეძლოს და კიდევ დავიღალო ფერდობებზე სიარულით ისე, როგორც ადრე. ცხოვრება ასეა, ზოგი ხარივით წვება სასაკლაოზე, ზოგი კი ისეთია, დაჭრილიც გარბის. მე ხარი მინახავს, უკვე ყელში ხანჯალი ჰქონია გაყრილი, ყასაბს დასხლტომია, წამომხტარა და გაქცეულა. ასე იცის სიცოცხლის წყურვილმა! მირჩევნია, ასეთი ხარივით ვიყო, ამის ძალა მომეცეს. აბა, რა ვიცი, როგორ გამიგებთ ამ ოცნებას”.

თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო,

ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ:

როგორც არ უნდა გშიოდეთ,

როგორც არ უნდა გიჭირდეთ,

თვალები არ ამომთხაროთ,

ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ.

რა ვიცი, იქნებ, თვალები

სამარეშიაც დამჭირდეს,

უთვალოდ მნახოს დედამა,

ცხარე ცრემლებით ატირდეს.

გოდერძი ჩოხელი

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyəli idmançının qalib gəldiyi finaldan şikayət: Güləş tarixinə düşən qərar qəbul edildi 
Öncəki yazı
“შოთაობა – 2023”