This is a specific ad

19 სექტემბრის ღამეს უკრაინამ 42 რუსული დრონი და 1 რაკეტა გაანადგურა

66

Another advertisement

19 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 1 საავიაციო მართვადი რაკეტა X-59 და 42 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

“ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანა საზენიტო მართვადი C-300 ტიპის რაკეტებით, X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტით და 42 შაჰედით. დრონები ააფრინეს პრიმორო-არტახსკისა და კურსკიდან. ხოლო რაკეტები ნასროლია დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს და ბელგოროდის ოლქებიდან”. – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების ანგარიშში.

რუსული საჰაერო იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო უკრაინის ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, მობილური ცეცხლის ჯგუფები და რადიო ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები.

დრონები ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცის, ჟიტომირის, როვენის, ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქებში.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Vladimir Putin Sxinvali ilə hərbi-texniki əməkdaşlıq sazişini təqdim edib
Öncəki yazı
კესარია აბრამიძე მოკლეს საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან ერთ დღეში – მოვუწოდებ მმართველ პარტიას დაუყოვნებლივ გააუქმოს სამარცხვინო კანონი – მიხაელ როთი