This is a specific ad

150-ზე მეტი დაღუპული, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და განადგურებული ფორთოხლის ფერმები – ესპანეთი სტიქიის შედეგებს ებრძვის

34

Another advertisement

ესპანეთში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობის შედეგად 158 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. სამშაბათს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში რვა საათის განმავლობაში ერთი წლის ოდენობის ნალექი  მოვიდა.

მინიმუმ 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიის ავტონომიურ თემში, კიდევ ორი ​​კასტილა-ლა მანჩაში და ერთი ანდალუსიაში. ათასობით ადამიანი დარჩა სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე.

”ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა, რომელიც ხუთშაბათს ეწვია დაზარალებულ რაიონებს.

სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ დაზარალებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მაშველთა დასახმარებლად, მთავრობამ დაზარალებულ რეგიონში ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა.

ასევე დაზარალდა ვალენსიის ფერმები: რეგიონი აწარმოებს ესპანეთის ციტრუსის თითქმის ორ მესამედს და არის ფორთოხლის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი.

სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
EU-სთან სავაჭრო ბრუნვა $3.6 მილიარდია – რას ვყიდით/ვყიდულობთ?
Öncəki yazı
ვალუტის კურსი შეიცვალა! – ნახეთ, რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს